შსს: გელა ხასაიასთან ერთად მყოფი პირი ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას თანმხლები პირი, ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, ხასაიას ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა განაცხადა, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.

შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტს ადასტურებს გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა.