1759260719
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ასეთი საგანგებო სიტუაცია აქამდე არასოდეს ყოფილა, მდგომარეობა კრიტიკულია - ზელენსკი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გარე ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტიდან შვიდი დღის შემდეგ, საგანგებო ენერგომომარაგების ერთ-ერთი დიზელის გენერატორი აღარ ფუნქციონირებს.
„ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე ასეთი საგანგებო სიტუაცია აქამდე არასოდეს ყოფილა. მდგომარეობა კრიტიკულია. რუსულმა დაბომბვამ ელექტროსადგური ელექტროენერგიის ქსელიდან გათიშა. ეს ისეთი რამაა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბრისას ეს საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან „შესაბამის რეაგირებას“ ელოდება.