1759260719
დახურულია სკოლები, შეფერხებით მუშაობს აეროპორტი - კუნძულ იბიცაზე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, კუნძულ იბიცაზე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული, დახურულია სკოლები, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე კუნძულ იბიცასა და ფორმენტერაზე გამოაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკეტილია რამდენიმე ქალაქში შესასვლელი გზა, იბიცას მთავარი გზატკეცილი კი დატბორილია.
შეფერხებით მუშაობს იბიცას აეროპორტიც.
საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ქალაქში გადაადგილებისა და გარე აქტივობებისგან.