„პატარა გოგონა ზეცად ამაღლდა...“ - სასწავლო ცენტრი განთიადი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა ლენტი

სასწავლო ცენტრი განთიადი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ძალიან დიდი ტკივილი ტრიალებს დღეს ჩვენს ქალაქში — ტკივილი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულში

ცრემლად იღვრება.

პატარა გოგონა ზეცად ამაღლდა…

სასწავლო ცენტრი „განთიადი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, თანაკლასელებსა და მეგობრებს.

ვიზიარებთ მათ ტკივილს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.