მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა!
1763062800
2025 წლის შემოდგომა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. იქამდე, სანამ ბევრი ადამიანი წინასადღესასწაულო სამზადისსა და აქტიურობაში ჩაერთვება, გვაქვს შანსი, დაწყებული საქმეები დავასრულოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება:
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
ნოემბრის მეორე ნახევარში ყველა ნიშანი რეტროგრადული მერკურის გავლენის ქვეშ მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაკუთრებით ემოციური და საფრთხილო პერიოდია, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს აქაც შეუძლიათ, წარმატებას მიაღწიონ და გარკვეული ეტაპები სასარგებლოდ გამოიყენონ. კერძოდ, ნოემბრის ბოლომდე გექნებათ შესაძლებლობა, დაკარგული კავშირები აღადგინოთ, შეურიგდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ან ახალი, საინტერესო ნაცნობები შეიძინოთ. თუ 2025 წლის გაზაფხულზე რაიმე მიზეზით ადამიანებთან ურთიერთობა დაასრულეთ ან კომუნიკაცია გაგირთულდათ, სწორედ ახლა გაქვთ შანსი, რომ გამოასწოროთ. გარდა ამისა, ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი გელოდებათ. ეს დანაზოგის გაკეთებისთვის ან მომგებიანი გარიგებებისთვის კარგი პერიოდია. ასევე, მცირე ფულადი ბონუსების მიღებაც შესაძლებელია.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებს თვითგამოხატვის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს პერიოდი შემოქმედებით საქმიანობაში, საჯარო გამოსვლებში, თქვენი იდეების გავრცელებასა და განხორციელებაში განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ. 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე PR სპეციალისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მხატვრებისთვის, დიზაინერებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის საკმაოდ წარმატებული პერიოდია.
გარდა ამისა, შესანიშნავი დროა ექსპერიმენტებისათვის. თუ გარდერობის განახლებას, იმიჯის შეცვლას, კვებითი ჩვევების დარეგულირებას დიდი ხანია გეგმავთ, ახლა შეგიძლიათ, განახორციელოთ. თვის ბოლომდე მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ და გექნებათ შანსი, საკუთარი გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ნოემბრის მეორე ნახევრიდან თქვენთვის იდეალურია დროა იმისათვის, რომ საუბრის ეტაპიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადახვიდეთ და გეგმების განხორციელებაზე რეალურად იფიქროთ. ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების რწმენას დაგიბრუნებთ და თავდაჯერებულობის გაზრდაში დაგეხმარებათ, რაც ყველაზე ამბიციური იდეების გამოხატვის საშუალებას მოგცემთ. გექნებათ განცდა, რომ ახლა თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. საკმაოდ დიდ მოტივაციას იგრძნობთ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნოემბრის ბოლოსთვის თქვენი სახლი და ყოველდღიური ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდეს. ამიტომ, როდესაც გექნებათ შესაძლებლობა, შეისვენეთ, განიტვირთეთ, სახლის გარემოს განახლებაზე, თქვენთვის სასურველი ნივთების ყიდვაზე იფიქრეთ და საკუთარ თავს მუშაობის პარალელურად, ბედნიერი მომენტებიც შეუქმენით...ვრცლად