„ორივე თვალის ბადურის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა“ - 7 თვის ნათია სუბელიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნათია სუბელიანი

7 თვის ნათია სუბელიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„7 თვის ნათია სუბელიანი უკვე ყველამ გავიცანით... წაიყვანეს სრულ გამოკვლევებზე და დაუდგინდა ორივე თვალის ბადურის ავთვისებიანი სიმსივნე, ნეოპლაზმა... ბავშვს სჭირდება ოპერაცია ორივე თვალზე, მაგრამ ოპერაციამდე პატარას დიდი გზა აქვს გასავლელი. ეს გზა საჭიროებს ქიმიოთერაპიის კურსს...

ქიმიოთერაპია და ოპერაცია ნათიას თურქეთში უნდა გაუკეთდეს, რადგან საქართველოში მშობლებს მარჯვენა თვალის ამპუტაცია უთხრეს, თან ვერც მარცხენა თვალზე იძლეოდნენ იმის გარანტიას, რომ ბავშვს მხედველობა, თუნდაც ცალ თვალში ექნებოდა...

ამიტომ გადაწყდა, რომ ბავშვის თურქეთში გადაიყვანენ მშობლები. თურქეთში ექიმი მათ ჰპირდება, რომ შეუნარჩუნებს მარჯვენა თვალს. აძლევს გარანტიას ასევე, რომ მარცხენა თვალში ექნება 100% მხედველობა და მარჯვენაში რაღაც პროცენტულობა. ეს ყველაფერი კი 70 ათასი დოლარი ჯდება... Მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ პატარა ნათიას თუნდაც ლარით. მჯერა, რომ სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდება მალე.“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 

TBC:

#GE48TB7418145061100066

მიმღები: ტარიელ სუბელიანი (მამა)

საქართველოს ბანკი:

#GE38BG0000000533854952 

მიმღები: ნინო კვიციანი (დედა)