სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის
მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე
გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“
შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.