შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

16 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, თინათინის, ასმათის, ასი ათასი მოწამის, დავარის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ლესელიძის, ხერგიანის, მიქატაძის, ხიზანიშვილის, ვართაგავას, კანდელაკის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში. 

✕