1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
13 წლის ბექა კოკაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს ხერხემლის პრობლემა აქვს, რის გამოც უჭირს გადაადგილება და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ წლებია, მოზარდის დედა, ირმა კოკაია თითქმის იგივე პრობლემას ებრძვის. მას ხერხემალზე წანაზარდები აღმოუჩინეს. იმისთვის, რომ ბექამ გამოკვლევები ჩაიტაროს და ზუსტი დიაგნოზი შეიტყოს, ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება.
„გთხოვთ, სანამ ცოცხალი ვარ, მაშინ მჭირდება გვერდით დგომა. შვილი მყავს ზუსტად ისე, როგორც მე ვარ. ბექა უკვე კოჭლობს, ისე დადის. მეგონა, ნერვის ანთება... გუშინ გავიგე, რომ ხერხემალი მთლიანად დეფორმირებული აქვს, სჭირდება სერიოზული კვლევები და ხანგრძლივი მკურნალობა. ვისაც გესმით, მიხვდებით, აქვს საშინელი ტკივილები. არსაიდან არაა საშუალება და მეც ასე ვარ, მაგრამ ჩემი თავი აღარ მადარდებს, ვეღარაფერს ვფიქრობ, უკვე გული მიჭირავს ხელით. დამიდეგით გვერდით.“ - ამბობს ირმა კოკაია.
ანგარიშის ნომრები
საქართველოს ბანკი: GE58BG0000000533852555
ლიბერთი ბანკი: GE62LB0711150992374000
მიმღები: ირმა კოკაია