დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემში „სხვა კითხვები ნიკოლოზ ხაჩიძესთან“ პირად ცხოვრებაზე და პირველ სიყვარულზე გულახდილად ისაუბრა.
„სამჯერ მიყვარდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარული იყო ერთხელ და ეს დარჩა და დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. მთავარი სიყვარული არ იყო ქართველი, იგი იყო რუსი, მსახიობი. ძალიან პატარა ვიყავი, რომ შემხვდა, 17 წლის ვიყავი..
სამწუხაროდ მე მას მაშინ შევხვდი, როცა რაღაც მიზეზების გამო უკვე შერთული ჰყავდა ცოლი, ბავშვს ელოდებოდა.
ჩემი პირველი ქმარი, დაღესტნელ-აზერბაიჯანელი იყო. მასთან შვილი არ მყავდა. მაშინ არ ვუტყდებოდი ჩემს თავს, მაგრამ პირველ ქმარს სხვის დასავიწყებლად გავყევი ცოლად. ვირწმუნდებდი თავს, რომ მიყვარდა, მაგრამ ორი კვირით ადრე გავაგდე თბილისიდან, ვუთხარი აქ აღარ ჩამოსულიყო. მამა წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. მამამ იცოდა, რომ ასე დამტავრდებოდა. ყოველ ორ თვეში ჩამოდიოდა ბაქოდან აქ“, - ამბობს ქეთი დოლიძე.