1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.
რაც მთავარია, ფესტივალზე პრემიუმ ხარისხის ლუდით გაგიმასპინძლდებიან – აქ დაგხვდებათ გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი. თანაც, ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდება.
„ვარშტაინერი და შოფერჰოფერი უკვე დიდი ხანია ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას გერმანიის სავიზიტო ბარათ-ღონისძიებაზე – ოქტობერფესტზე. მოხარული ვართ, რომ „წისქვილ ჯგუფთან“ ერთად გვეძლევა საშუალება ამ ბრენდების გამოცდილება საქართველოში გადმოვიტანოთ და ქართულ საზოგადოებას გერმანიის უდიდეს ფესტივალზე ვაგრძნობინოთ თავი.
სტუმრები დააგემოვნებენ უმაღლესი ხარისხის პილსნერ ურქუელსაც – ჩეხების ნომერ პირველ და ყველაზე საყვარელ ლუდს. მეტიც, ჩვენ მათ პილსნერის სამ სახეობას შევთავაზებთ. ამასთან ერთად, აქ მათ დახვდებათ ოთხ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჰოლანდიური ლუდი გროლში, რომელიც ნიდერლანდებში ყველაზე პოპულარული ბრენდია და რომლის გემოვნური თვისებებიც უკვე შეიყვარეს ქართველებმა“, – გვითხრა შპს პარტნიორის[1] მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი აბულაძემ.
გირჩევთ, ლუდის ფესტივალზე მისვლა შუადღიდანვე დაგეგმოთ, რადგან საინტერესო აქტივობები 14:00 საათიდან დაიწყება. საღამოს კი ფესტივალს შეუერთდება წამყვანიც, რომელიც შეჯიბრებებსა და თამაშებს გაუძღვება.
„შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევასა თუ საწრუპით დალევაში, Beer pong, ქვიზები – ეს მცირედია იმ აქტივობებიდან, რაც ორი დღის განმავლობაში ჩვენთან მოსულ სტუმრებს დაგხვდებათ. შეჯიბრებებში მონაწილეობას შეძლებთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, ამიტომ, დაიგეგმეთ მეგობრებთან ერთად და გაატარეთ ძალიან მხიარული დრო ლუდის ფესტივალზე”, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ საღამოები საჩუქრების გარეშე არ ჩაივლის. ორივე დღეს გამოვლინდებიან მთავარი გამარჯვებულებიც, რომლებიც კიდევ უფრო გამორჩეულ საჩუქრებს მიიღებენ წამყვანი ბრენდების საათებისა და სამკაულების მაღაზია TI’ME-სგან.
„TI’ME ლუდის ფესტივალის მხარდამჭერია, ამიტომ, გადავწყვიტეთ მთავარი გამარჯვებულებისთვის საჩუქრები ჩვენ შეგვერჩია. მათ ჩვენი კომპანიისგან გადაეცემათ 300-ლარიანი ვაუჩერები, რომლითაც სასურველი საათისა თუ სამკაულის შეძენას TI’ME-ს ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ“, – გვითხრა ანანო დარჯანიამ, TI’ME-ს მარკეტინგის კოორდინატორმა.
ცოცხალ მუსიკას შაბათს ბენდი „VIP“, ხოლო კვირას – „ქიმერა“ შემოგთავაზებთ. ისინი თქვენთვის ნაცნობ და საყვარელ ქავერებს შეასრულებენ.
ლუდის ამ დღესასწაულზე მოსახვედრად ისღა დაგრჩენიათ, გადახვიდეთ ბმულზე, გაეცნოთ დეტალებს, შემოიკრიბოთ მეგობრები და მოემზადოთ საუკეთესო უქმეების გასატარებლად.