პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს ჩაის საერთაშორისო დღეა. დღევანდელ დღეს მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს ამ ძვირფასი სასმლის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და იმ განუზომელ სარგებელს, რაც მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის მოაქვს. ამიტომ, გვინდა, ამ დღეს ჩაის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის ცეილონის ჩაი „დილმა“ და მისი მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაგაცნოთ. ბრენდი ჩაის მოყვანისა და დამუშავების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს აერთიანებს და სუფთა გემოების გარდა, ქმნის სხვადასხვა სიძლიერის, გემოებისა და არომატების მქონე ჩაის ტიპებს.
ჩვენ დაგეხმარებით „დილმას“ ახალი გემოების აღმოჩენაში და გაგიზიარებთ მათ მოხმარებასთან დაკავშირებული რჩევებსაც, რომლებიც ცეილონის ჩაის სამშობლოდან, შრი-ლანკიდან მივიღეთ.
ცეილონის შავი ჩაის სუფთა გემოები
თუ უპირატესობას შავი ჩაის სუფთა გემოს ანიჭებთ, მაშინ „დილმას“ თქვენთვის ორი არჩევანი აქვს – Perfect Ceylon Tea და English Breakfast.
Perfect Ceylon Tea არც ძალიან ძლიერია და არც ძალიან მსუბუქი. ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ და მისი დახმარებით აღიდგინოთ ძალები ან განიტვირთოთ. English Breakfast კი ძლიერი შავი ჩაია, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია დილით მიირთვათ, რადგან იდეალურია გამოსაფხიზლებლად და დღის ენერგიულად დასაწყებად.
შრი-ლანკაში გვირჩევენ, რომ „დილმას“ ცეილონის შავი ჩაის სუფთა გემოს კიდევ უფრო გასამდიდრებლად, გემოვნების მიხედვით, პიტნის ცოცხალი ფოთლები, ჯანჯაფილი, ლიმონი და თაფლი გამოვიყენოთ. ასევე, ამბობენ, რომ შავი ჩაი განსაკუთრებით უხდება ხორციან კერძებსა და ყველს.
შავი ჩაი და ციტრუსის არომატები
Earl Grey ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩაის ტიპია, რომელიც ჩაისა და ბერგამოტის არომატის კომბინაციით იქმნება. თუ თქვენც გიყვართ ეს კომბინაცია, მაშინ, „დილმას“ Elegant Earl Grey-ც უნდა დააგემოვნოთ. მასში იდეალურადაა შეხამებული ცეილონის შავი ჩაი და ციტრუსის არომატი და აქვს მდიდარი და გამოკვეთილი გემო. Elegant Earl Grey საშუალო სიძლიერისაა. განსაკუთრებით ის ცხარე კერძებს, ხორცსა და შავ შოკოლადს უხდება.
ჩაისა და ციტრუსის კომბინაციის მოყვარულებს „დილმა“ სთავაზობს ფორთოხლის არომატით გამდიდრებულ სამეფო ჩაისაც. Valley of King Ceylon Pekoe ნედლი ფოთლებისგან მზადდება, არის მსუბუქი და თავისუფლად შეგიძლიათ საღამოსაც მიირთვათ. შრი-ლანკაში ამბობენ, ის დადებითად მოქმედებს განწყობაზეც და მის გაუმჯობესებაში გვეხმარება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Valley of King Ceylon Pekoe არაჩვეულებრივად ანეიტრალებს ნამცხვრებისა და საკონდიტრო ნაწარმის სიტკბოს.
შავი ჩაისა და კენკრის კომბინაცია
თუ კენკრაც გიყვართ და ჩაიც, მაშინ „დილმას“ Berry Sensation თქვენთვისაა. შავი ჩაი, მარწყვი, მოცვი და ჟოლო იდეალურ კომბინაციას ქმნის და გემოს განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდის. Valley of King Ceylon Pekoe-ს მსგავსად, Berry Sensation-ც მსუბუქია და იდეალურია საღამოს დასალევად. ასევე, მისგან შეძლებთ გემრიელი ცივი ჩაის დამზადებასაც. განსაკუთრებით უხდება შავ შოკოლადსა და საკონდიტრო ნაწარმს.
მწვანე ჩაის სუფთა გემო და ჟასმინის არომატი
მათ, ვისაც ნამდვილი და სუფთა მწვანე ჩაის გემო უყვართ, „დილმა“ Ceylon Green Tea-ს სთავაზობს. ის არ შეიცავს სხვა მცენარეებისა თუ ხილის არომატებს და აქვს ჩაის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ოდნავ მოტკბო გემო. მათ კი, ვინც არც სხვა არომატებით გაჯერებულ მწვანე ჩაიზე ამბობს უარს და სურნელებასაც ანიჭებს უპირატესობას, მაშინ Fragrant Jasmine Green Tea უნდა გასინჯონ. მწვანე ჩაის ჟასმინის ყვავილის ფურცლები ზომიერად მოტკბო და რბილ გემოს სძენს.
Ceylon Green Tea-სა და Fragrant Jasmine Green Tea-ს დალევას ჭამისას ან მის შემდგომ გვირჩევენ, რადგან ისინი საკვების მონელებაში გვეხმარებიან. ორივე მათგანი კი განსაკუთრებით სალათებსა და ზღვის პროდუქტებს უხდება.
„დილმას“ ჩაის ძირითადი ასორტიმენტს გაცნობის შემდეგ, ისღა დაგვრჩენია მიგასწავლოთ ადგილიც, სადაც მათ შეძენას შეძლებთ. „დილმა“ ხელმისაწვდომია „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში და მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.