1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს ოზურგეთში ღვინის ფესტივალი - „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის დღეების ფარგლებში სამკუთხა სკვერში დაიწურა ყურძენი; მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ღია კაფეტერია; ქართული სუფრა და ფოლკლორი. ჩატარდა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის - წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია და პოპულარიზაცია გაუწიონ გურულ ღვინოს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და ადგილობრივ მეწარმეებს ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა.