პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდეს ქსელში, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, „ვისოლის“ უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის შეძენა ექსკლუზიურად, ყველაზე დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი.
„ვისოლის“ ევრო რეგულარის, პრემიუმის და ევრო დიზელის 17 თეთრით იაფად შეძენას, მომხმარებლები ამ ეტაპზე თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში შეძლებენ, რაც სამოგზაურო სეზონზე საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა.
„კარფური“ უზრუნველყოფს მუდმივ წვდომას მაღალი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანზე, სწორედ ამიტომ, „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად, რომელიც მუდმივად ცდილობს მოგზაურობისას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მომხმარებლებს, უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონების შეძენას „ვისოლის“ სერვის ცენტრების გარდა, ახლა უკვე ექსკლუზიურ ფასად „კარფურის“ ჰიპერმარკეტებში სთავაზობს. ეს კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურ საყიდლებთან ერთად, საწვავის თითოეულ ლიტრზე 17 თეთრიანი ფასდაკლებით , ექსკლუზიურად კარფურში შეიძინონ და იმოგზაურონ „ვისოლთან“ ერთად.
„ვისოლ ჯგუფსა“ და „კარფურს“ ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ „ვისოლი“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების საერთაშორისო ქსელთან ერთად, საქართველოში ახალ სამომხმარებლო ქცევას წარმატებით დაამკვიდრებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„მოხარულები ვართ, რომ “კარფურისა“ და „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად, კიდევ უფრო იზრდება საცალო ვაჭრობის სტანდარტები ქართულ ბაზარზე. „კარფური“ მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად დაააკმაყოფილოს მომხამრებლის სურვილები და შესთავაზოს საუკეთესო სავაჭრო გამოცდილება“, - აცხადებს „კარფურის“ გენერალური დირექტორი ჟერომ აკელი.
ფრანგული ბრენდი - „კარფური“ „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომერციული უძრავი ქონების კომპანია „MP დეველოპმენტის“ პარტნიორი 2017 წლიდან გახდა. შეთანხმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, „კარფურის“ სუპერმარკეტები უკვე „MP დეველოპმენტის“ შვიდ სავაჭრო ცენტრშია წარმოდგენილი და მომავალი წლის ბოლომდე „გორი მოლის“ კომპლექსშიც განთავსდება.
„ვისოლისა“ და „კარფურის“ თანამშრომლობის ფარგლებში კი, საწყის ეტაპზე, საწვავის ტალონები ორ ჰიპერმარკეტში, მომავალში კი „კარფურის“ სხვა ფილიალებშიც გაიყიდება.