ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნონა გაფრინდაშვილი

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მოქალაქეებს 8 მაისს სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს.

როგორც ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში ხელბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობაზე უკვე მეორედ იასპარეზებს.

„საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 8 მაისს თამაშობს ევროპის შესარჩევ თამაშს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მოგების შემთხვევაში ნაკრები გადის ევროპის პირველობაზე. ეს მოხდება მეორედ, ამიტომ მოგიწოდებთ, შევავსოთ სპორტის სასახლე და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიზეიმებთ მათ გამარჯვებას”, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.