კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
მომღერალ ნინო ჩხეიძის შვილი სტუდენტი გახდა. მარიამ კორახაშვილი Webster -ის უნივერსიტეტში, მედია მართვის განხრით ისწავლის.
როგორც მომღერალი ამბობს, შვილის არჩევანში არ ჩარეულა, მარიამმა სასწავლებელიც და ფაკულტეტიც დამოუკიდებლად აირჩია.
„ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. მარიამი სტუდენტი გახდა და სიმართლე გითხრათ, ხანდახან არ მჯერა, რომ უკვე ამხელაა. ემზადებოდა სხვადასხვა საგნებში, თუმცა სასწავლებელი და ფაკულტეტი თავად აირჩია.
მარიამი ამერიკული უნივერსიტეტის Webster -ის სტუდენტი გახდა, მედია მართვის პროფესიას დაეუფლება. ძალიან მიხარია, რომ ამ უნივერსიტეტის ფილიალი წელს საქართველოში გაიხსნა და მარიამი პირველ სემეტრს აქ ისწავლის. შემდეგი სემესტრიდან უნდა ამერიკაში განაგრძოს სწავლა.
არ უყვარს მასზე, რომ ვსაუბრობ ხოლმე თუმცა გამოგიტყდებით, რომ მარიამი კარგად წერს და ეს საქმე კარგად გამოუვა. ხატავს არაჩვეულებრივად. ერთი პერიოდი სამხატვრო აკადემიაშიც უნდოდა ჩაბარება თუმცა, საბოლოოდ მედია მართვა არჩია", - ამბობს ნინო ჩხეიძე ,,პრაიმტაიმთან".