40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

თეგეტა

ზამთარში მეტი რომ გაიარო, ავტომობილს შესაბამისი მომზადება სჭირდება. „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს  საშუალებას აძლევს, სეზონურ ცვლილებებს მომზადებული დახვდნენ. კომპანიაში Black Friday-ს კვირეული უკვე დაიწყო - 24-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლებს საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებსა და ავტონაწილებზე 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.შეთავაზებები ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების პროდუქციას მოიცავს და მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის ნაკლები დანახარჯებით მოამზადონ.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებით არ შემოიფარგლება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ავტომობილის მფლობელებს ისეთი შესაძლებლობები შევუქმნათ, რომლებიც მათ საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული და საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

Black Friday-ს „თეგეტა მოტორსი“ წელსაც უერთდება.  გვინდა, მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საავტომობილო პროდუქტები განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ, დროულად იზრუნონ ავტომობილზე და ზამთარშიც მეტი გაიარონ“.

ზამთრის სეზონისთვის ავტომობილის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება საბურავების მდგომარეობას უნდა დაეთმოს. გზის საფარისა და ამინდის პირობების ცვლილებასთან ერთად, შესაბამისი საბურავების გამოყენება მართვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, Bridgestone-ის საბურავებზე 25%-იანი ფასდაკლებაიმოქმედებს, ხოლო Petlas-ის, HiFly-სა და Westlake-ის საბურავებზე - 20%-იანი. შეთავაზება სხვადასხვა მოდელსა და ზომას მოიცავს.

ცივ ამინდებში ძრავის გამართული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ხარისხისა და მახასიათებლების მქონე ძრავის ზეთის გამოყენებაც. ზეთის დროული შეცვლა ძრავის კომპონენტების დაცვასა და მისი ეფექტიანი მუშაობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. „თეგეტა მოტორსში“ Petronas-ის ზეთების შეძენას მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ, ხოლო Shell-ისა და Motul-ის ზეთებზე ფასდაკლება 25%-ს შეადგენს. გარდა ამისა, 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ფილტრებზე.

დაბალი ტემპერატურა განსაკუთრებულ დატვირთვას აკუმულატორსაც უქმნის, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლაც ასევე მნიშვნელოვანია. Black Friday-ს ფარგლებში Energizer-ის აკუმულატორებზე 40%-იანი ფასდაკლება გავრცელდება, Varta-სა და Exide-ის აკუმულატორებზე - 25%-იანი, ხოლო Macpower-ის აკუმულატორებზე - 15%-იანი. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებაში წარმოდგენილ აკუმულატორებზე 3-წლიანი გარანტია მოქმედებს.

შეთავაზებები ავტომობილის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსა და ავტონაწილებსაც მოიცავს. კერძოდ, ATE-ის ავტონაწილებზე ფასდაკლება 40%-ია, სხვა ბრენდების ავტონაწილებზე კი – 25%. ATE-ის პროდუქციას გარანტიაც ახლავს: „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში მონტაჟის შემთხვევაში პრემიუმ ბრენდის ნაწილებზე გარანტიის ვადა 6 თვემდეა, სხვა სერვისცენტრში დაყენებისას კი – 3 თვემდე.

40%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი TOTAL-ისა და Milwaukee-ს ინსტრუმენტების შეძენა. რაც შეეხება დანადგარებს, მათზე 25% ფასდაკლება გავრცელდება.

Black Friday-ს კვირეულში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს, ფასდაკლებებთან ერთად, სიურპრიზიც ელოდებათ: ყოველი მე-100 მომხმარებელი განსაკუთრებულ გამოცდილებას მიიღებს - რუსთავის ავტოდრომზე, პროფესიონალი პილოტის გვერდით, Lamborghini-ს ან Porsche-ს სიჩქარესა და ადრენალინს შეიგრძნობს!

კვირეულის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის საფასურის გადახდა მომხმარებლებს უპროცენტო განაწილებითაც შეუძლიათ, რომლის დროსაც თანხა რამდენიმე თვეზე გაიყოფა. შეთავაზებებით სარგებლობა ვრცელდება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებზე,  „თეგეტას“ Online Shop-სა და Tegeta App-ზეც.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.

✕