„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
აშშ-ში კაცი ალიგატორთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც კოცნა და ჩახუტება უყვარს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
69 წლის ჯოზეფ ჰენეი აცხადებს, რომ „ემოციურ მხარდაჭერას" საყვარელი შინაური ცხოველისგან იღებს. კაცს ალიგატორი ყველგან თან დაჰყავს, მასთან ერთად საყვარელ გადაცემებს უყურებს და იძინებს კიდეც.
ჰენეის თქმით მისი „მეგობარი" ძალიან თბილია, კოცნა უყვარს და უცხოებსაც უპრობლემოდ ეხუტება. კაცს ალიგატორი 2015 წლიდან ჰყავს და ის შინაურ ცხოველადაა დარეგისტრირებული.