გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს. როგორც ფხაკაძე ამბობს, საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა.
“კოვიდი ვერაგია, მარტო ამერიკის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1.8 წლით შემცირდა 2017 წელთან შედარებით- 78.8 წლიდან - 77 წლამდე. ძირითად მიზეზად კოვიდ-19 სახელდება.
საქართველოში, სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა. გინდ სუბიექტური, გინდ ობიექტური უწოდე ამ ციფრებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ამ ციფრებს მაინც ვერ მივიღებთ, საქართველოში კოვიდი ხომ არ არის, ის “მართვადია”… და, ზოგადად, ასტროლოგები, უფოლოგები და ამდაგვარი “მეცნიერებები” არის მოდაში ქვეყანაში….
ანუ მეზღაპრეების ხელში ვართ… როდემდე?!… საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ეს არის ფაქტი. დიახ, ხალხი ქვეყნიდან გარბის და ვინც რჩება, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც მცირდება… ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - წერს გიორგი ფხაკაძე.