პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ღამის პრაიმ თაიმის" წამყვანებმა, რეზონანსის თვალსაზრისით, რეკორდი მოხსენს. უკვე სამი კვირაა გადაცემა ეთერშია და ექვსეულზე საუბარი, სოციალურ ქსელში ისევ აქტუალურია.
ეკლექტური ექვსეულიდან, საკუთარ თავზე, როგორც ახლად გამომცხვარ წამყვანზე, ამჯერად "პრაიმტაიმს" ნინო ჩხეიძე ესაუბრება.
ნინო ჩხეიძე: - დღეს გადაცემის ჩაწერის შემდეგ, პროდიუსერმა შემაქო და გამიხარდა. სტუმრებს შორის ბევრი ჩემი მეგობარი იყო და უფრო გახსნილად ვგრძნობდი თავს. რაღაცნაირად მეიმედებოდნენ.
პირველ გადაცემაში ძალიან შებოჭილი ვიყავი, ჩემი კითხვის დასმის დრო რომ მოდიოდა, ნერვიულობისგან მუცელი მტკივდებოდა (იცინის). ეს სტრესული შეგრძნება უკვე მომეხსნა.
ახლობლები და ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ უფრო გახსნა და სითამამე მჭირდება. ჩემი ქმარი, გიორგიც იგივეს მირჩევს, უფრო თავისუფალი უნდა იყოო. ვფიქრობ, ასეთიც მალე ვიქნები.
ძალიან კარგად შევეწყე თანაწამყვანებს. "რუსთავი 2"-ს ისე შევეჩვიე, როცა არ ვიკრიბებით და დასვენება გვაქვს, უკვე მენატრება ყველა მათგანი. როცა ტელევიზიაში არ მოვდივარ, ძალიან მწყინს.