პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. აფხაზეთიდან დევნილ, 62 წლის მანანა გამისონიას ცხედარს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
ახლობლების ინფორმაციით, შუახნის ქალი ნეაპოლში 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდოდ, გულის შეტევა სახელდება.
„ჩემი მონატრებული ბიძაშვილი, ჩემი ბავშვობა. როგორ მეწვის გული, ჩემო თბილო, ყველა ახლობლის დიდი ტკივილი ხარ, ჩემო მანანა. ნათელში იყოს შენი სული.“ - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
მისივე ცნობით, გადმოსვენების დაჩქარებით პროცედურებში ჩართულია ოჯახი, სადაც ქალი ამ ხნის მანძილზე ცხოვრობდა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახი ამჟამად, საზღვრისპირა სოფელ განმუხურში ცხოვრობს.
„ათასი გეგმა ჰქონდა მანანას, სახლის ფანჯრებსაც მოვრჩებითო და მერე არსად წავალო, მაგრამ ასე მოხდა...“,-გვითხრა ახლობელმა.