მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
საზოგადოებრივ-რელიგიური ვებგვერდი dogma.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნათლისღების წინა დღეს მორწმუნეები ერთდღიანი მარხვით აღნიშნავენ.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს – იესო ქრისტეს ნათლისღებას დღესასწაულობს. ნათლისღების წინა დღეს მორწმუნეები ერთდღიანი მარხვით აღნიშნავენ.
შესაბამისად, 18 იანვარს ნათლისღების დღესასწაულისთვის მომზადება ხდება.
როგორც ცნობილია, შობის დღესასწაულის შემდეგ, 17 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მორწმუნეთათვის ხსნილი იყო – ოთხშაბათსა და პარასკევს მათ არასამარხვო საკვების მიღება შეეძლოთ. შესაბამისად, ნათლისღების წინა დღე, ქრისტეშობის დღესასწაულის შემდეგ, პირველი მარხვაა, რომელსაც მართლმადიდებლები იცავენ.