Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
სიტყვები გარდაცვლილისადმი: “მსუბუქი იყოს შენთვის მიწა”, სინამდვილეში მიცვალებულს შურაცხყოფს.
სინამდვილეში, ეს სიტყვები არის ძველი რომაული წყევლა მიცვალებულისადმი, რომელიც ასე ჟღერს სრულად: “მსუბუქი იყოს შენთვის ეს მიწა… რათა ძაღლებმა შენი ძვლები ამოთხარონ…” – ვკითხულობთ “პირველი მართლმადიდებლურის” ტელეგრამ არხზე. რომელსაც საზოგადოებრივ-რელიგიური ვებგვერდი dogma.ge ავრცელებს.
„ასეთი ეპიტაფიები ეწერა საძულველსა და დაწყევლილთა საფლავის ქვებზე, მაგრამ გახსოვდეთ, აქ თქვენ უნდა გქონდეთ სულიერი ტაქტის გრძნობა.
როდესაც ახლადგარდაცვლილის ჭირისუფალი ამბობს ამ სიტყვებს, ალბათ, არ იქნება საუკეთესო მომენტი მასთან მსჯელობისთვის ან დისკუსიისთვის. დაელოდეთ დროს და, როცა შესაძლებლობა მოგეცემათ, ძალიან ფრთხილად უთხარით ადამიანს, რომ მართლმადიდებლები არ იყენებენ ასეთ გამოთქმას.
იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოთ გამოთქმა “მსუბუქი იყოს შენთვის ეს მიწა”, შეგიძლიათ მოკლედ ილოცოთ:
„განუსვენე, უფალო, სულსა ახლადშესვენებულისა მონისა შენისა (სახელი) და მიუტევე მას ყველა მისი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი და დაუმკვიდრე მას ცათა სასუფეველი” – აღნიშნულია სტატიაში.