ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ე.წ. „კლუბური ნარკოტიკის“ შესახებ წერს.
„29 იანვრის ღამეს კლუბ BASSIANI/HOROOM-ის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა - 19 წლის გოგო, რომელიც შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
რამდენიმე პოსტი შემხვდა რომ ამ შაბათ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია.
რატომ გახდა ფრაზა გავერთოთ ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მიღებასთან?
რა იცით, რომ დარკნეტში ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო?
რატო გაქვთ იმის იმედი რომ თქვენ გადარჩებით?
მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და „მთელ მსოფლიოში ასე ხდება” - არ არის პასუხი და არც გამართლება !
“სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” არც ეს არის სწორი პასუხი!
“ეს ნარკოტიკები უსაფრთხოა და არაფერი არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი”არც ეს არის სწორი პასუხი!
“კლუბები დავხუროთ და ამით პრობლემა მოგვარდება არც ეს არის სწორი! ამით პრობლემა არ მოგვარდება!
რამდენიმე სწორი პასუხი შემიძლია გაგცეთ:
1. იცოდეთ, რომ ნარკოტიკი რომელიც ახლა შემოდის არის, დაბინძურებული ფენტალით, არ არის უსაფრთხო და ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით!!!არის სხვა ნარკოტიკები როგორიც არის მეფედრონი, GGb და მარილები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს ზედოზირებით და სიკვდილით!!!
2. ცოდნა რომელიც თქვენ გაქვთ, არ არის საკმარისი.
რაც იცით, ერთმანეთისგან იცით და ხშირად ეს ინფორმაცია არის დამახინჯებული, ვინაიდან დარკნეტში ნაყიდი ნარკოტიკის, არც დოზა იცით, არც ის ნამდვილად იმას ყიდულობთ რაც გინდათ და არც ეფექტი იცით რა მოჰყვება ამას.
3. “ფხიზლად არ შემიძლია ყოფნა” ეს არის ფრაზა რომელიც ყველაზე ხშირად მესმის, ამის მიზეზი ბევრია და იმისთვის არის მეგობარი , მშობელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი - მათ შეგიძლია ამაზე ესაუბრო და გაერკვიო საკუთარ თავში რა არის ამის მიზეზი !
4. კლუბებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი გარემო ნამდვილად იყოს უსაფრთხო და ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. თუ აქაური ცოდნა არ აკმაყოფილებთ გაიზიარონ ევროპის კლუბების გამოცდილება!
5. ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლებელია, არის არასწორი და თქვენვე უნდა ეცადოთ რომ ეს ნარატივი შეცვალოთ.
“მე მაგას ვერ ვიზამ” - თქვენ ბაბლში უნდა ქნათ, მუსიკის მოსმენა, ცეკვა გართობა, და სექსი ისედაც შეიძლება ფხიზელზე და არანაკლები სიამოვნება მოაქვს, თუ რეალურად მოგწონს ეს ყველაფერი.
6. ნუ გეშინიათ ამ 112 დარეკვა, ამით გადაარჩენთ თქვენი მეგობრის სიცოცხლეს, არ არის აუცილებელი თქვათ რომ ნარკოტიკი მიიღო, უთხარით რომ უგონოდ არის და შველა სჭირდება!!
დამატებით, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მომწერეთ და არ მეზარება ყველას გიპასუხებთ შევხვდეთ ვილაპარაკოთ. არ ვიცი სხვა რა გითხრათ,
გისურვებთ ჯანმრთელობას, ნუ გაცვლით ერთ გართობას სიცოცხლეში! - წერს ზურაბ სიხარულიძე.