1759260719
მუნის ამოცნობაში ეს სიმპტომები დაგეხმარებათ - მალვინა ჯავახაძე დაავადების ნიშნებზე საუბრობს

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:
- მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ. ეს უფრო მეტად ღამით აქტიურდება, როდესაც თბილად ჩაწვებიან. დილით შედარებით წყნარდება.
როდესაც ქავილის შედეგად, მეორადი ინფექცია, იმპეტიგო, ვითარდება, ჩირქოვანი ელემენტები ჩნდება, ტემპერატურა იმატებს, შეშფოთების საგანი მაშინ ხდება. როცა პაციენტები იმპეტიგოთი მოდიან და მშობლებს ვთხოვთ, რომ ბავშვის სხეული დავათვალიეროთ, აღმოჩნდება, რომ მუნითაა ინფიცირებული. თავად მუნს, როგორც წესი, ტემპერატურა არ ახასიათებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ძალიან ხშირად კოლეგებიც უგულებელყოფენ, არის ის, რომ მუნი ყველა ადამიანისათვის ერთნაირი დაავადება არ არის. რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად კბენს, გამომწვევი ერთნაირია, მაგრამ ის უფრო ხშირად ებრძვის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. როდესაც მოზრდილსა და ბავშვს სხვადასხვა ინფექცია ემართებათ, მაგალითად, რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ტემპერატურა სწორედ იმ ვირუსის ან სხვა მდგომარეობის გამო უწევთ და პარალელურად, შესაძლებელია, მუნი კლინიკურად გამოვლენილი არ იყო, ერთი პატარა ელემენტი ჰქონდათ. შემდეგ ისიც აქტიურდება".