დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ახალგაზრდა ხევსური პოეტი, თორნიკე ნაროზაული სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, გარდაიცვალა ხევსური პოეტი ტრისტან-ბერდია არაბული.
პოეტი 61 წლის იყო და ბარისახოში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.
მეგობრებს
არაგვის პირზე ნისლები ცხვრის ფარებივით დაყრილან...
მთების უბეში შეყუჟულს თქვენი ღიმილი მაკლია.
ცისკარი ცერზე დავისვი, ღამე ბეჭებით მიჭირავს,
თქვენს უნახაობას ვჩივი, თორემ სხვა არა მიჭირს რა...
***
ჩემი ცხოვრების კიბეზე, სულ აღმა-დაღმა დავალ და
თავი ჩემი ვერ რჩება საკუთარ თავთან დავას.
ვერაფრით შევაგნებინე, იყოს, რაც იყო, იყო.
წარსულს ვერ მოატრიალებ შენ ჩემო თავო, ბრიყვო!
როდემდე უნდა მოუნდე უკვე განვლილის ქილიკს, საით მიყავხარ,
ის კითხე კლდეებზე გაბმულ ბილიკს. იქნებ აროდეს შემცდარხარ,
იქნებ კიდევაც შეცდი, ბედის მორჩილი ხომ არ ხარ, ცდება ის, ვინაც ბედს ცდის.
ტრისტან-ბერდია არაბული
თორნიკე ნაროზაული: ძალიან კარგი ხევსური დაკარგა ხევსურეთმა, ტრისტან-ბერდია არაბულის სახით.
მთის ჰაერივით სუფთა კაცი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვხვდებოდით და დიდხანს და გულიანად მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ, ესეც საკმარისი იყო მისი საოცარი პიროვნების დასანახად და მისგან ბევრი რამის სასწავლად.
დიდხანს დარჩება სააქაოს მისი სახელი და ხევსურეთის წინაშე გაწეული ღვაწლი.
"ეს სოფელი ვაჟკაცურად გაიარე,
იმ სოფლადაც ვაჟკაცურად მიდიხარ,
არ იმჩნევდი განუკურნელ ნაიარევს,
სიკვდილშიც კი სიცოცხლეზე დიდი ხარ.
შენთვის წლები სხვა სისწრაფით მიფრინავდნენ,
სამწუხაროდ, ადრე ჩამაღბერდია...
ახლა, დროა ნამდვილ სახლში მიღბინავდე,
ქრისტე ღმერთმა გაგანათლოს, ბერდია!"