პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისტორიკოსი ბუბა კუდავა, ფეისბუქპოსტში, რუსეთ-უკრაინის "საერთო წარსულის" შეუძლებლობასა და ამ ერების შეუთავსებლობაზე წერს.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რუსებსა და უკრაინელებს რადიკალური აცდენა აქვთ, როგორც მენტალობაში, ასევე სამყაროს აღქმასა და თანამედროვეობის გაგებაში.
ბუბა კუდავა: - ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ არგუმენტები, რომ რუსებსა და უკრაინელებს „საერთო წარსული“ აქვთ, რომ ეს „რეალურად ერთი ერია“, რომ რუსულის ცოდნით უკრაინული ენაც ფაქტობრივად გესმით და ა. შ.
ეს თეზისები, როგორც წესი, რუსული პროპაგანდისტული წყაროებითაა ნაკვები. არადა, თუ ოდნავ მოვქექავთ, ამ „საერთოში“ (და „საერთოს“ მიღმაც) იმდენ სხვაობას აღმოვაჩენთ, რომ საწინააღმდეგო სურათის დახატვაც არ გაგვიჭირდება.
სხვაობა ისტორიულ თავგადასავლებში, სხვაობა მეზობლებში, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, პოლიტიკურ სისტემებში, ქვეყნის მოწყობებში, ენაში, კულტურაში, ყოფაში...
ამ რაკურსითაც არაერთხელაა საკითხები განსახილველი, თუმცა ბოლო პერიოდში, ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც აქტიურად ვუსმენ „ორივე მხარეს“ და ვრწმუნდები, რომ მთავარი განსხვავება, რაც გამორიცხავს დღეს ამ ორი ხალხის თანაცხოვრებას, ეს გახლავთ რადიკალური აცდენა მენტალობაში, სამყაროს აღქმასა და თანამედროვეობის გაგებაში.
უსმინეთ რუსებს, უსმინეთ უკრაინელებს და მიხვდებით, რომ შეუძლებელია ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვოს.
Слава Україні!
დიდება უკრაინას!
Glory to Ukraine!