პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკელმა მსახიობმა ჯარედ ლეტომ კვლავ დაუჭირა მხარი უკრაინას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე. მომღერალი „ინსტაგრამზე“ ჩაერთო და უკრაინელებს ესაუბრა.
მისი ერთ-ერთი თანამოსაუბრე ახალგაზრდა იყო ოდესიდან. როცა მსახიობმა ბიჭის ადგილმდებარეობა გაიგო, ოდესაზე სიმღერის ფრაგმენტი წაიმღერა. ვიდეოს უკრაინული მედია ავრცელებს.
თანამოსაუბრე სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რომ მსახიობმა ასეთი სიმღერები იცის. კომენტარებში გულშემატკივრებმა მადლობა გადაუხადეს ჯარედ ლეტოს, რადგან უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების მხარდაჭერა.
ჩართვაში ოდესელ ბიჭს იმ ფაქტებზე საუბარი სურდა, რაც ამ დროისთვის უკრაინაში ხდება, რათა ყველამ იცოდეს რეალობა.