ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
„ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის.
პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება.
უფალმა დალოცოს ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღვთის სათნო საქმის აღსრულებაში და ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას“, - აცხადებს პატრიარქი.