1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი სტინგი, რომელიც სოლო კარიერის დაწყებამდე ჯგუფ Police-ის ვოკალისტი და ბას-გიტარისტი იყო, სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, რომელსაც თან ვრცელ მიმართვას ურთავს:
„ამ სიმღერის დაწერიდან მრავალი წელი გავიდა და ის სულ რამდენჯერმე შევასრულე, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდებოდა. მაგრამ ერთი ადამიანის სისხლიანი გადაწყვეტილების გამო, შეჭრილიყო მშვიდობიან სახელმწიფოში, ეს სიმღერა კვლავ არის ჩემი ლოცვა კაცობრიობისთვის, მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იბრძვიან ამ სასტიკი ტირანის წინააღმდეგ და იმ რუსებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა. შევაჩეროთ ომი!“ - წერს სტინგი და მოუწოდებს საკუთარ გულშემატკივრებს, დაეხმარონ უკრაინელ ხალხს შემოწირულებით.
სიმღერა, სახელწოდებით Russians, რომელსაც სტინგი ვიდეოში ასრულებს, არის მისი სადებიუტო სოლო ალბომიდან The Dream of the Blue Turtles, რომელიც გამოვიდა 1985 წლის ივნისში, ხოლო სინგლის სახით გამოვიდა ნოემბერში. სიმღერა გამოძახილია მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკური მდგომარეობისა და აკრიტიკებს შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკას ცივი ომის დროს.