„მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი...“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს:

„უახლოეს დღეებში საქართველოში დილისა და შუადღის საათებში მზიანი ამინდი იქნება, საღამოობით კი კონვექციური ღრუბლების შექმნის ფონზე ლოკალიზებული წვიმისა და ელჭექის დიდი ალბათობაა. ამავდროულად, ტემპერატურული ფონი მაღალი იქნება:

დასავლეთ საქართველოში +35 C

აღმოსავლეთში +37 C

სანაპირო კურორტებზე +33 C

ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და 27 გრადუსია. მზის ულტრაიისფერი სხივები კი მაღალია ინდექსით 9, რაც მზის დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს. ზაფხულის შესაბამის ენერგიულობას და ღიმილს გისურვებთ“