VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მომღერალი ლევან კბილაშვილი დღეს დაკრძალეს. ქართველი მომღერალი სიონის საკათედრო ტაძრიდან გალობითა და აპლოდისმენტებით 14:00 საათზე გამოასვენეს.
ლევან კბილაშვილის სულის მოსახსენებელი პარაკლისი მამა შალვა კეკელიამ აღავლინა. ის უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს.
„ჯეოსტარელი“ მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მისი მეგობრების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა.
ის „ჯეოსტარში“ მონაწილეობის დროს ავარიაში მოჰყვა, შემდეგ კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას რომ ძვლის პრობლემებიც ჰქონდა.