დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ლევან კბილაშვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. მას ხვალ საქართველოში დაკრძალავენ.
გარდაცვალებამდე მუსიკოსმა გადაცემა „სიკეთე მარტივიაში“ საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა:
„გავიზარდე იურისტების ოჯახში. მამა პოლიციის პოლკოვნიკი, ძმა ასევე პოლიციის პოლკოვნიკია. შესაბამისად, მეც გავყევი მათ ტრადიციებს. ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. მინდოდა გავმხდარიყავი ნამდვილი, ღირსეული პოლიციელი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო საქმე, მაგრამ 4 წლის შემდეგ მივხვდი, რომ უკვე ვეღარ ვარსებობდი, იმიტომ, რომ ვეღარ ვმღეროდი.
შესაბამისად, ძალიან უცბად რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე. ერთ წამში მოხდა ეს ყველაფერი.
გადავწყვიტე, გამეგზავნა ჩემი მონაცემები რუსეთის “ვოისში”. გავაგზავნე, დამიძახეს იქიდან, მიმიწვიეს და რომ მიმიწვიეს, მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი იმ პერიოდში…
პატრიარქმა გაიგო, რომ მივდიოდი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დამლოცა და თავისი ხელით მაჩუქა ჯვარი და მითხრა, რომ გამარჯვებული ჩამოხვალ აუცილებლადო…
შეიძლება დავარქვათ ამას „კონკიას ისტორია“, რაშიც დამეხმარა რწმენა და ის ძალა, რომელიც წავიღე აქედან.
ჩემთვის რეალურად ძალა არის ადამიანების სიყვარული, რომელიც გამოხატულია ჩემი საქმის მიმართ.
როცა ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ მოუსმენია ქართული სიმღერა, მოდის, შენთან ერთად მღერის, უყურებ, როგორ ტირიან შენთან ერთად, ეს არის მართლა სასწაული.
ჩემი ოცნებაა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩავატარო კონცერტი. ვერ წარმომიდგენია, აქ რა იქნება, მაგრამ იქ, როცა ამდენი უცხო ადამიანი, არაქართველი მოდის შენთან და მღერის… აი, ამით ვცხოვრობ, მართლა ამით ვცხოვრობ, სხვა არაფერი არ გამაჩნია.
ამ ცხოვრების ეტაპს, რასაც გავდივარ, მარტოობაში გავდივარ… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხია ჩემ გარშემო, იქ რომ ვცხოვრობ, მაქვს განცდა მარტოობისა. აი, ამ მარტოობის დროს და აი, ამ განცდის დროს, ყოველთვის სასწაულებრივად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ცვლიან მთლიან ფონს ჩემს ცხოვრებაში.
ასეთი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში და მე ვერ გამოვყოფ. შეიძლება გამოვყო დედა. არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ არ მირეკავს, საერთოდ ზარი არ არის… ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ჰგონია, რომ დაკავებული ვარ. ჰგონიათ, რომ მე რაღაცებს მივაღწიე, იმდენი ხალხი დამეკარგა. ხანდახან არის მომენტი, როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დარეკოს და იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება.
არიან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხელს მკიდებენ, როცა უნდა დავდგე. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. მადლობა უფალს. სულ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი მადლი უფლისგან ჩემთვის არის ადამიანი. ადამიანი, რომელიც ჩნდება ყოველთვის იმ მომენტში, როდესაც მგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია“, – თქვა მაშინ გადაცემაში ლევან კბილაშვილმა.