დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლევან კბილაშვილი მოსკოვიდან საქართველოში გადმოასვენეს. მომღერლის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.
„აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით, დედი. მთელი მოსკოვი იქ იყო, დედი, ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოო, დედი, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებოდა, დედი, განსაკუთრებული პატივი მოგაგეს შვილო, მგონი, იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი, ეს ვინ ყოფილხარ, შვილო...
ახლა ჩვენ გელოდებით აქ, ქართულ მიწაზე, ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქართული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ, შვილო“, - წერს მელიტა ფურცელაძე.