„მისი მოწოდებული უბრალო წყალიც უკვდავების არის!“ - გია დავითიანი მეუღლეზე

გია დავითიანი

გია დავითიანისა და ეკატერინე არჩვაძის წყვილს გურმანების ოჯახი აქვთ. ისინი სამზარეულოში ერთად ტრიალებენ. მომღერლისა და ექიმის წყვილი ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ რეცეპტებს უზიარებს.

ეკატერინე არჩვაძე: ზოგჯერ ვიტყვით ხოლმე, შევწყვიტოთ ასეთი გემრიელობების მომზადება და გადავიდეთ დიეტაზეო, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით ვიკავებთ თავს. დიდი ოჯახი ვართ – ჩემი შვილები, გიას შვილები, რძლები, შვილიშვილები… როგორ შეიძლება, ისინი გვეწვიონ და არ გავანებივროთ?!.

ნამდვილად სასიამოვნოა და სახალისოც არის, როდესაც ერთად ვამზადებთ… ერთხელ კატლეტის გაკეთებას ვაპირებდი, დილით ვერ მოვასწარი, ისე წავედი სამსახურში და წამოსვლაც დამაგვიანდა. როცა სახლში მოვედი, წინსაფარაფარებული გია უკვე ამთავრებდა კატლეტის შეწვას, შესანიშნავად დაბრაწა...

გია დავითიანი: ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ერთმანეთის სიყვარულით, ჩვენი შთამომავლების, მეგობრების გასახარად და შემიძლია დავიტრაბახო, ყველაფერი ლაზათიანად გამოგვდის. ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემი საყვარელი ქალი მყავს გვერდით. მისი მოწოდებული უბრალო წყალიც უკვდავების არის!“

ასევე ნახეთ: 

👉 PHOTO: როგორ შეხვდნენ ოთარ ტატიშვილის ვაჟები დედის გათხოვებას

👉 „ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე… იყო მომენტი, როცა თითქოს სხეულიდან გავედი” - შოთი ტატიშვილი

👉 „ვინერვიულე... ვერ წარმოვიდგინე გიორგი ამ ჟანრში როგორ ჩაჯდებოდა...“ - რა ხდებოდა ჩხეიძე-ნაზღაიძის დუეტის ჩაწერისას