საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
ოთარ ტატიშვილი ორი შვილის მამაა. ზუკა და შოთი ტატიშვილები ცნობილ ექიმსა და ტელეწამყვანს ეკა არჩვაძისგან ჰყავს. წყვილი წლების წინ განქორწინდა და ოთარ ტატიშვილმა მეორედ ასევე ექიმ თიკა სვანიშვილზე იქორწინა და წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ნანი ჰყავს. ოთარის უფროსი ვაჟი ზუკა მშობლების კვალს გაჰყვა და თავადაც ექიმია. შოთიკო მუსიკოსია და სახლში საკუთარი სტუდია აქვს მოწყობილი.
რაც შეეხება ბიჭების დედას, ეკა არჩვაძე 2021 წელს "ალილოს" წევრ გია დავითიანს გაჰყვა ცოლად. როგორც შოთი ტატიშვილი ამბობს, დედის გათხოვების ამბავი ბიჭებისთვის თავდაპირველად ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ამჟამად გიასთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
"როცა საქმე დედას დაოჯახების საკითხს შეეხო, გვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან რთულად მისაღები და არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ და გაგვიზიარა, მერე უკვე ყველაფერი მივიღეთ.
დღეს მიხარია, რომ დედა კარგადაა, ბედნიერია, როგორც იქნა, 25 წლის შემდეგ, საკუთარ თავზე პირველად იფიქრა. მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ გვერდით კარგი და სანდო ადამიანი ჰყავს, რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს" - ამბობს შოთი თბილისელებთან საუბარში.
რაც შეეხება მამას, როგორც შოთი ტატიშვილი ამბობს, მამას ძალიან ჰგავს.
"მე და ოთარი მხოლოდ ერთი რამით ვგავართ ერთმანეთს. ეს არის მოლხენა და სილაღე, დროსტარება და ქეიფი, ქართული სუფრა, რაც ორივეს ძალიან გვიყვარს და ფეთქებადი ხასიათი, უცებ ხასიათის გაფუჭება, ესეც ორივეს გვახასიათებს.
ოთარს ძალიან რბილი და მარტივი ხასიათი აქვს, მაგრამ თუ განწყობა გაუფუჭდა, ისიც, როგორც მე, მძიმე საკონტაქტოები ვხდებით. თუ ადამიანი არარეალურს ჯიუტად მიმტკიცებს, მე კი ამ დროს რეალობა ვიცი, თუ ადამიანი მატყუებს, არაადეკვატური ვხდები (იცინის)", - ამბობს ცნობილი ექიმის ვაჟი.
წყარო: თბილისელები