„მისი განწირული ტირილის ხმა მთელ აეროპორტს ესმოდა...“ - შვილმკვდარი დედა დაბრუნდა

შაკო ბოგველი

გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის, შაკო ბოგველის ემიგრანტი დედა საქართველოში დაბრუნდა. იზა ბოგველს აეროპორტში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე დახვდა.

„ლაივი არ იქნება. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის... თბილისის აეროპორტიდან მქონდა 10-წუთიანი ლაივი და მადლობა გადაგიხადეთ ყველას. ისიც იმიტომ ჩავრთე, რომ უამრავმა ადამიანმა ამ დღეების განმავლობაში თანაგრძნობა გამოხატა, 27 დეკემბრიდან მოყოლებული..

ჩამოვიდა ემიგრანტი დედა, იზა ბოგველი და პირველი მე ჩავეხუტე და მივუსამძიმრე... მზერა მიპყრობილი მქონდა გამოსასვლელისკენ, რომ იმდენ ხალხში არ ამრეოდა... იქვე ელოდებოდნენ ოჯახის ახლობლები... ხელი ჩავკიდე, გამოვიყვანე გარეთ და ბოლოს მანქანაში ჩაჯდომამდე მისი გაყინული ორივე ხელი მაგრად დავიჭერე და მოვეფერე... მადლობაო, შოთო, ჩემი შაკო აღარ მყავს, რატომ ორი შვილიო, სიკეთეს და სიყვარულს ვარიგებდიო... ღმერთო მარიამის სიკვდილის შემდეგ ხომ მოვდიოდი შენთან და ვლოცულობდიო....

მისი განწირული ტირილის ხმა მთელ აეროპორტს ესმოდა. ხალხს ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა, გაკვირვებულები იყურებოდნენ.... მეტს აღარ გავაგრძელებ... ეს ყველაფერი მეკომ მითხრა, მე ყურებში აღარაფერი მესმოდა ნერვიულობისგან...

უფალმა დაუმკვიდროს 30 წლის შაკო ბოგველს ცათა სასუფეველი! ტრაგედიას, რომელსაც სახელი არ აქვს....დედა შვილს გლოვობს, ნეტა თუ გნახავო... თითქოს შეიშალა დღეს სამყარო... ემიგრანტებს ვთხოვდი, ილოცეთ გული არ გაუსკდეს მეთქი.... ცრემლ-ცეცხლი ტრიალებს, ემიგრანტი დედის გულში ენა ვერ აღწერს... ძნელია ყოველივეს ენით აღწერა და გადმოცემა, რასაც შვილმკვდარო დედები განიცდიან, შოკირებულები თვალებიდან ცრემლი ნაკადულებად სდით...“ - წერს შოთო სიხარულიძე.