„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის, შაკო ბოგველის ემიგრანტი დედა საქართველოში მოემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ილოცეთ, გული არ გაუსკდეს ფრენის დროს... მისი რეისი დღეს, 7 საათზე აფრინდება იტალიიდან (მილანიდან) მონატრებული შვილი გულში მაგრად უნდა ჩაიკრას…. ის ხომ 30 წლის შაკო ბოგველის და 17 წლის გარდაცვლილი მარიამ ბოგველის დედაა...
იზა ბოგველი, რომელიც იტალიაში სამუშაოდ წლების განმავლობაში იმყოფებოდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს საღამოს ჩამოფრინდება და ძალიან მინდა და თუ შევძელი უნდა დავხვდე აეროპორტში და ისე გავამხნევო, როგორც თვითონ მამხნევებდა მე, შოთო სიხარულიძეს, იმ მძიმე დროს, როდესაც მე უარს ვამბობდი თელავში ჩასვლაზე.... შოთიკო ბოჭორის დაკრძალვაზე...
ასეთ ვაჟკაცს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო.... წახვედი შენს 17 წლის დასთან, მარიამთან ბედობის და ახალი წლის მოსალოცად ხომ... ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... აღარ გვყავს ჩვენი თვალებბრიალა ბიჭი....“ - წერს სიხარულიძე.
ასევე ნახეთ ↓
⇒ ვინ არის გარდაცვლილი, 30 წლის კაცი - მის ოჯახში წლების წინ დიდი ტრაგედია მოხდა
⇒ „რა ქნას ახლა შენმა უბედურმა დედამ, რით ვანუგეშოთ“ - გარდაცვლილ კაცს ოჯახი ემშვიდობება