მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ავარიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდას ოჯახი და მეგობრები ემშვიდობებიან. 30 წლის შაკო ბოგველს დედა და როგორც ირკვევა, დეიდაც ემიგრანტი ჰყავს.
„ვაიმე, დეიდა, ვაიმე, ჩემო მონატრებული შაკუნია... თქვენ მოგიკვდით, მერე როგორ გამამწარეთ. რა ქნას ახლა, ბიჭო, შენმა უბედურმა დედამ, რით ვანუგეშოთ“ - წერს ქალი სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ წლების წინ, 2012 წელს, ბოგველების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 17 წლის მარიამ ბოგველი 15 სექტემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში საკუთარმა მეუღლემ სანადირო თოფით მოკლა.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც გიორგი ფანჩულიძე ავტომობილით სახლში მივიდა და მეუღლე ჭიშკართან არ გავიდა, რამაც შელაპარაკება გამოიწვია.
„თვითონ გიორგის მონაყოლიდან ვიცი, ვუთხარი, რატომ მომიკალი-თქო. მიპასუხა, ვუსიგნალებდი და კარი არ გამიღოო, შევედი და ვუთხარი, პრინცესა ხარ, გარეთ რომ არ გამოდიხარ-თქო? ჩემი შვილიც რამეს ეტყოდა, მარიამი გაბრაზდა, სკამზე დაჯდა და ამ დროს მოხდა გასროლა. იჩხუბეს და გიორგიმ შესაშინებლად მიადო იარაღი, რასაც გასროლა მოჰყვა“, - იხსენებდა იზა ბოგველი.
17 წლის მარიამ ბოგველს 10 თვის შვილი დარჩა, რომელიც მამის ოჯახში იზრდება.