„მინდა დავიმახსოვრო შენი სახე, სამოთხეში რომ გნახავ, გიცნო და კიდევ ერთხელ გადაგიხადო მადლობა...“ - ბავშვი, რომელმაც ინდოელი მილიარდერის ცნობიერება შეცვალა

indian

ინდოელ მილიარდერ რატან ტატას რადიოინტერვიუ ჰქონდა და როდესაც მას წამყვანმა ჰკითხა: რა გახსენდებათ ისეთი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყავით? რატან ტატამ უპასუხა:

"ბედნიერების ოთხი ეტაპი გავიარე ცხოვრებაში და როგორც იქნა, გავიგე ნამდვილი ბედნიერების მნიშვნელობა.

პირველი ნაბიჯი სიმდიდრისა და რესურსების დაგროვება იყო. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მივიღე ის ბედნიერება რაც მინდოდა.
შემდეგ დადგა ძვირფასი ნივთების შეგროვების მეორე ეტაპი. მაგრამ მივხვდი, რომ ამ რაღაცის ეფექტიც დროებითია და ძვირფასეულობის ბრწყინვალება დიდხანს არ გრძელდება.
შემდეგ დადგა დიდი პროექტის ათვისების მესამე ეტაპი. ეს მაშინ იყო, როდესაც ინდოეთსა და აფრიკაში ნავთობის მარაგების 95% მქონდა.
მე ასევე ვიყავი ფოლადის უდიდესი ქარხნის მფლობელი ინდოეთსა და აზიაში. მაგრამ აქაც კი ვერ მივაღწიე იმ ბედნიერებას, რაც წარმომედგინა.

მეოთხე საფეხურის დრო დადგა. ეტაპისა, როდესაც ჩემმა მეგობარმა მთხოვა რამდენიმე ხეიბარი ბავშვისთვის ეტლის ყიდვა. დაახლოებით 200 ბავშვისთვის.
მეგობრის რეკომენდაციით სასწრაფოდ ვიყიდე ეტლები. მაგრამ შემდეგ მთხოვა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი და საბავშვო ეტლები თავად გადამეცა ბავშვებისათვის.
მოვემზადე და წავედით.

იქ, ამ ბავშვებს ეტლები ჩემივე ხელით დავურიგე. ბავშვების სახეზე ბედნიერების უცნაური ბრწყინვალება დავინახე. დავინახე, რომ ყველა თავის სავარძელში იჯდა, უხაროდათ, მოძრაობდნენ და თამაშობდნენ.
შინაგანად ბედნიერად ვიგრძენი თავი.

როდესაც წასვლა გადავწყვიტე, ერთ-ერთი ბავშვი ფეხზე მომეხვია. ვცდილობდი ფეხები ნელ-ნელა გამეთავისუფლებინა, მაგრამ ბავშვმა სახეზე შემომხედა და ფეხებზე მაგრად მომიჭირა.
ასე რომ, დავნებდი და ვკითხე ბავშვს, კიდევ რამე ხომ არ სჭირდებოდა.

ამ ბავშვის პასუხმა არა მხოლოდ შოკში ჩამაგდო, არამედ მთლიანად შეცვალა ჩემი შეხედულება ამ ცხოვრებაზე. ბავშვმა მითხრა: "მინდა დავიმახსოვრო შენი სახე, სამოთხეში რომ გნახავ, გიცნო და კიდევ ერთხელ რომ გადაგიხადო მადლობა...!!!"

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე