ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტიზაზე უარს ამბობს.
მედდას სააკაშვილისთვის ანალიზები უნდა აეღო, რომლითაც უნდა დაედგინათ, მოწამლულია თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი.
„სააკაშვილის ადვოკატების პოზიცია იყო, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ეს ექსპერტიზა, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა, თუმცა მათ შეცვალეს პირობები. დღეს უნდა შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და უშუალოდ მისგან მოვისმინოთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში ჩავატარებთ შესაბამის მოქმედებებს. ჩვენი მიზანია, საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი.