მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით და, ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში - ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი

მინდა ჩემს თანაგუნდელს, ნუგზარ წიკლაურს ვკითხო, ხაშურში ვარ, პარტიის მხარდამჭერებს ვხვდები და ბატონო ნუგზარ, ჰკითხეთ, აბა, ნიკა მელიას თავისი თავმჯდომარეობის პირობებში თუ შეხვედრია პარტია „ენმ“-ს ხაშურის ჩვენს მხარდამჭერებს, წევრებსა და ლიდერებს. მარტივი კითხვა დაუსვას და თუ პასუხი იქნება, კი, მაშინ მე ვიტყვი, რომ ვცდები და ნიკა მელია სჭირდება პარტიას, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, პარტიას სჭირდება ლიდერი, რომელიც ბევრს იმუშავებს ამომრჩეველთან.

„პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, ლიდერი, რომელიც ძალიან ბევრს იმუშავებს მის ამომრჩეველთან, მის ლიდერებთან და ექნება მუდმივი კომუნიკაცია. შესაბამისად, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ გაიმარჯვა ენმ-მ, ენმ-ში იქნება არჩევნები. მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით და მე, ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.