1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ნაციონალური მოძრაობის" ოთხმა წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. დეპუტატები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ითხოვენ. როგორც მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, პროტესტის ამ ფორმას განაგრძობენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
"შიმშილობის მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იმ ქვეყანაში და იმ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა. ადამიანი, რომელიც საკუთარი ფეხით შევიდა "ვივამედში" სამკურნალოდ, დღეს ვერ გადაადგილდება დამხმარე საშუალების გარეშე, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს რომ მიხეილ სააკაშვილი კი არ განიკურნოს და მისი ჯანმრთელობა კი არ აღდგეს, არამედ მიიყვანონ სიკვდილამდე," - აცხადებს დავით კირკიტაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის თქმით, მას არ აქვს უფლება, აღნიშნულ პროცესებს უმოქმედოდ უყუროს.
"მესმის აბსოლუტურად ყველა რისკი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ვუყურო ჩემი მეგობრის, ჩემი თანამებრძოლის სიკვდილს ციხეში და არაფერი არ გავაკეთო. თუ ამ ხელისუფლებას სჭირდება მსხვერპლი, იმისთვის რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი და სიძულვილი ამ ქვეყანაში დაასრულოს, მაშინ დაე, ვიყო ეს მსხვერპლი", - ამბობს წითლიძე.
აღსანიშნავია, რომ , "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს. დღეს პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.