„მიდის დასაწერად, მიდის დასაწერად!...“ – როგორ გულშემატკივრობენ ქუთაისში აბიტურიენტებს

გამოცდა

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ქართული ენასა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

 ქუთაისელი აბიტურიენტების გულშემატკივარი წელსაც ფორმაშია.

 23-ე საჯარო სკოლასთან აბიტურიენტებმა და მათმა გულშემატკივრებმა შეკრება 07:00 საათიდან დაიწყეს.

მშობლები, ნათესავები, დედმამიშვილები თუ მეგობრები, ტესტირების მოლოდინში მყოფთა გამხნევებას ჩვეული იუმორით ცდილობენ: – „მიდის დასაწერად, მიდის დასაწერად!“ – ასე ამხნევებს საფეხბურთო ეიფორია გამოყოლილი გულშემატკივარი მეგობარს;

„შარშან რომ დევიწყე ამ ცენტრთან მორიგეობა, წელსაც აქ მოვხვდი. მეორე ბოვშსაც გოუმართლოს იქნება”, – ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გამოცდებზე მეორე შვილს გულშემატკივრობს და იმედოვნებს, რომ არც მეორე ბიჭი დარჩება “უდიპლომო სასიძო”;

„დამკვირვებლები რას ფიქრობენო? – ჩვენი გამოუძინებელი აბიტურიენტები მევიდნენო, გამოცდის დამწერი აბუტურიენტები მევიდნენო, რომ ვერ გადაწერენ, ისეთებიც მევიდნენო”, – ხუმრობენ უჩვეულოდ ადრე გაღვიძებული აბიტურიენტები.

წყარო: edu.aris.ge