დასტურდება, რომ მაკარონის ჭამა არ ასუქებს - კვლევა
1773174109
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ადგილზე საავტომობილო გზა სრულად არის გადაკეტილი.
ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელში მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. ამასთან, როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ადგილზე იმყოფება გეოლოგების სამი ჯგუფი, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს.