ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, მოადგილესთან, გელა მაღრაძესთან ერთად, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ბორჯომელმა სპორტსმენებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს: დაჩი ბაღდავანიძემ და ანასტასია შაყულაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ხოლო ემმანუელა გელაშვილი საპატიო მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

შეხვედრისას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა ახალგაზრდებს  მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის სახელის წარმოჩენისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. მან სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მომავალშიც მხარდაჭერის პირობა აღუთქვა. სპორტის განვითარება და ნიჭიერი თაობის მაქსიმალური ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.