შსს, პარლამენტის წინ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1773315144
ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანისთვის დაწესდება განბაჟების შედარებით მაღალი ტარიფი.
„აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე – 4,5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების, ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.