„მეტად გაახარე, გაამხიარულე, გააფერადე შენი თავი! გთხოვ, სიკვდილამდე ნუ მოკვდები!“ - რას წერს ლევან შელეგია

ლევან შეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ, სამოტივაციო შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

„გთხოვ, ყურადღებით წაიკითხე და გააზიარე!

არსად წერია, რომ მხოლოდ ახალგაზრდობაა ცხოვრების ფერადი და ბედნიერი პერიოდი.

ნურც შავები გაცვია იძულებით!

თუ ვიღაცას გლოვობ, იგლოვე.

მაგრამ შავი ტანსაცმელი რამეში გეხმარება? თუ ხალხის გამო ატარებ?

თუ გეხმარება, გეცვას!

გაშორდი მეუღლეს 20 წლის შემდეგ?

ვწუხვარ!

ეცადეთ, არ დაკარგოთ ადამიანურად ერთმანეთი, თუ ეს შესაძლებელია.

გეტკინოს გული, იტირე, ბევრი იტირე!

მაგრამ გული არ გაიქვავო!

გაიხსენი ხელახლა!

ეგებ შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი ახლა იწყება?

შენ კი თუ გულს ჩარაზავ,

ამ ყველაფერს გამაზავ!

ესეც გაირითმა

ცხოვრების მეორე ნახევარს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ამას კვლევებიც გვაჩვენევს.

მატულობს:

სიმშვიდე

კმაყოფილება

სიბრძნე

ავთენტურობა

მიმღებლობა

უფრო მეტად ხარ გარკვეული ცხოვრების ლაბირინთში და შეგიძლია გადასცე გამოცდილება ახალგაზრდა თაობებს. ეს კი ეფექტურობის და პროდუქტიულობის გრძნობით შეგავსებს.

გაიპრანჭე!

ჯერ შენ თავს გაეპრანჭე, მერე სხვებს.

ეს ყველაფერი სიხარულს მოგიტანს, სიხარული მეტი სიხარულის სურვილს გაგიჩენს და ასე, გაფერადდება შენი ცხოვრება.

არავის მისცე უფლება დაგიწესოს ცხოვრება - არც მეუღლეს და არც შვილებს!

შენ ხარ შენი ცხოვრების მონარქი და ბოსი!

სიხარული და სიყვარული აუცილებელია ყველა ასაკში. ამის აკრძალვა კი დანაშაული და სადიზმია.

ან მაზოხიზმი, პერსპექტივას გააჩნია.

ახლა ადექი, მიდი სარკესთან და უთხარი თავს, რომ კარგი, მშვენიერი და გემრიელი ხარ!

და საერთოდ, მეტად გაახარე, გაამხიარულე, გააფერადე შენი თავი!

და გთხოვ, სიკვდილამდე ნუ მოკვდები!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.