1767110152
მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მგზავრების ნაწილი გვირაბშია ჩარჩენილი
მესტიის მუნიციპალიტეტის ბარჯა-ლენჯერის მონაკვეთთან, წუხელ ზვავი ჩამოწვა,რამაც სოფელ ბარჯასთან მესტიისკენ ზემოთ და ასევე ქვემოთ გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
„მესტიის მუნიციპალიტეტ ბარჯაში,სადაც ორი პატარა გვირაბია წუხელ ჩამოწვა ზვავი.მუშაობს ტექნიკა და დაახლოებით ერთ საათში გაიხსნება გზა. ზედა მხარე მესტიისკენ გაიხსნა,ხოლო ქვემო მხარეს გავხსნით",-აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.











