„მეგონა ისევ ჩაგეხუტებოდი ჩემო მამაცო“, - უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

დავით რატიანი

უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკების დროს დაღუპულ ქართველ სამხედროს, დავით რატიანს ოჯახის წევრები  სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„ჩემო ტკბილო და მამაცო, როგორ მიჭირს შენზე წარსულში ფიქრიც კი....ეს რა დაგვემართა დათო ბიძია, არ მინდა დაჯერება.
უკრაინაში შენი წასვლის დღიდანვე გული ცუდს გვიგრძნობდა, მაგრამ არ გაფორიაქებდით, იმედს არ ვკარგავდით დათო ბიძია, მეგონა ისევ ჩაგეხუტებოდი ჩემო მამაცო!!!  
მერამდემედ, მერამდემედ უნდა წამართვას ამ სისხლისმსმელმა ღორებმა უძვირფასესი???!!!!!
მეზიზღება აქ შემოსვლა.....ყველგან შენი ფოტოებია დათო ბიძია, სპეციალურად არ ვუსმენდი არცერთ სიახლეს რომ რამე ცუდი არ გამეგო შენზე.....დღეს დილით კი. ....
რა გვეშველება აქ დარჩენილებს??? შენს პატარებს, ოჯახს....
ვეღარ ვუძლებ ამდენ ბოროტებას...“, - წერს მანანა ალანია.